ერთმა შეუმჩნეველმა ინფექციამ შესაძლოა მთელი მოსავალი დაგაკარგინოთ

დრონისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ვაფიქსირებთ ვენახში დაავადების რისკებს სანამ ადამიანი მათ შეამჩნევს. ესაუბრე AI ასისტენტს და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება ერთად.

შესვლა

ახლა ეცნობი ტერაგარდს? დაჯავშნეთ პირველი ფრენა

როგორ არის ჩემი ვენახი?
დაფიქსირდა ნაცრისა და ჭრაქის კრიტიკული რისკი. შეწამვლის საუკეთესო დროა ხვალ 09:00 საათზე. თუ ხვალ ვერ ახერხებთ, ზეგაც მისაღებია. საღამო უკეთსია, რადგან დილით მცირე ნალექია მოსალოდნელი.

როცა შეამჩნევთ ინფექციას, ის უკვე გავრცელებულია

ნაცარი და ჭრაქი ხშირად ვიზუალური სიმპტომების გამოჩენამდე იწყებს განვითარებას. სანამ პირველ ნიშნებს შეამჩნევთ, ინფექცია შესაძლოა უკვე გავრცელებული იყოს ვენახში, რაც დროულ ჩარევას ართულებს.

ნაცრის დაბალი დონეც კი უარყოფითად მოქმედებს ყურძნის მოსავალსა და ხარისხზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადრეული ინფექცია დროულად არ კონტროლდება. დაავადებისთვის ხელსაყრელ პირობებში მგრძნობიარე ჯიშებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადონ. ზარალის მასშტაბი დამოკიდებულია ჯიშის მგრძნობელობაზე, ინფიცირების დროსა და დაავადების ზოგად ფონზე.

პირველი ფრენიდან შეწამვლამდე

DJI Mavic 3 Multispectral დრონი დაგეგმილ ფრენას ასრულებს ვენახის რიგებზე
01

ჩვეენ ვაფრენთ დრონს

დაგეგმილი ფრენები თქვენს ვენახზე DJI Mavic 3 Multispectral-ის საშუალებით.

ვენახის უბნის მულტისპექტრული რუკა გამოკვეთილი მაღალი რისკის ზონებით
02

ხელოვნური ინტელექტი აფასებს ვენახის მდგომარეობას

დრონი აფასებს ფოთლოვანი საფარის სტრესს და ამოიცნობს დაავადების რისკებს სიმპტომების გამოჩენამდე.

როგორ არის ჩემი ვენახი?
დაფიქსირდა ნაცრისა და ჭრაქის კრიტიკული რისკი. შეწამვლის საუკეთესო დროა ხვალ 09:00 საათზე. თუ ხვალ ვერ ახერხებთ, ზეგაც მისაღებია. საღამო უკეთსია, რადგან დილით მცირე ნალექია მოსალოდნელი.
03

ეკითხებით

ესაუბრეთ ჩვენს AI ასისტენტს და მიიღეთ რეკომენდაციები.

შესხურების რეკომენდებული დრო დასაბუთებით და ამინდზე დამოკიდებული სათადარიგო ვარიანტით
04

მოქმედებთ

შეწამლეთ რეკომენდებულ დროს, იცოდეთ დაავადების რისკები და მათი მიზეზი, და გქონდეთ სათადარიგო ვარიანტი ამინდის შეცვლის შემთხვევისთვის.

დროულმა გაფრთხილებამ საშუალება მოგვცა პრევენციულად გვემოქმედა და საჭირო ღონისძიებები წინასწარ დაგვეგეგმა.

ბაიას ღვინო

სიახლეები

TerraGuard-ის გუნდი Startupbootcamp Georgia-ს Market Entry პროგრამის გრანტის გამოცხადებაზე
აქსელერატორი და დაფინანსება

ტერაგარდმა მოიპოვა 150 000 ლარის გრანტი Startupbootcamp Georgia-ს Market Entry პროგრამაში

ტერაგარდი ოფიციალურად შეირჩა Startupbootcamp Georgia-ს Market Entry პროგრამაში და მოიპოვა 150 000 ლარის გრანტი. შერჩევა 1 000-ზე მეტ სტარტაპს შორის მოხვდა.

TerraGuard-ის დამფუძნებლები Startupbootcamp Georgia-ს MVP პროგრამის გახსნის ღონისძიებაზე
აქსელერატორი და დაფინანსება

TerraGuard Startupbootcamp Georgia-ს MVP პროგრამის გახსნაზე

650-ზე მეტი განაცხადიდან, სადაც მხოლოდ 20 სტარტაპი შეირჩა, TerraGuard Startupbootcamp Georgia-ს MVP პროგრამაში მოხვდა. დღეს ოფიციალურად შევუერთდით პროგრამის გახსნის ღონისძიებას სხვა შერჩეულ გუნდებთან ერთად.

TerraGuard-ის პრეზენტაცია DataFest Tbilisi-ზე
ღონისძიება

TerraGuard DataFest Tbilisi-ზე

ტერაგარდი DataFest Tbilisi-ზე წარვადგინეთ, სადაც ჩვენი გუნდი ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა სფეროს მკვლევარებსა და სტარტაპერებს შეხვდა.

TerraGuard-ის გუნდი GIST-ის აქსელერატორის დამთავრების სერტიფიკატებით
აქსელერატორი

GIST-ის აქსელერაციის პროგრამა წარმატებით დასრულდა

TerraGuard-მა წარმატებით დაასრულა GIST-ის აქსელერაციის პროგრამა, სადაც მენტორებთან ერთად დაიხვეწა ვენახის AI მონიტორინგის პროდუქტის ხედვა.

გასქროლე სანახავად

დაჯავშნეთ პირველი ფრენა

ყოველ სეზონზე შეზღუდულ რაოდენობის კომერციულ ვენახთან ვთანამშრომლობთ, რომ ტერაგარდი რეალურ პირობებში გამოვცადოთ. განაცხადებს ინდივიდუალურად განვიხილავთ.

რა ხდება შემდეგ

  1. განვიხილავთ თქვენი ვენახის დეტალებს
  2. დაგიკავშირდებით მასშტაბისა და ვადების შესათანხმებლად
  3. დავგეგმავთ თქვენს პირველ ფრენას

ხშირად დასმული კითხვები

ტერაგარდი შექმნილია კომერციული ვენახებისთვის, მარნებისთვის, მევენახეობის სპეციალისტებისა და აგრონომ-კონსულტანტებისთვის, რომლებსაც სურთ ყურძნის ხარისხის გაუმჯობესება, ზედმეტი შემოვლების შემცირება და უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.

ტერაგარდი აერთიანებს დრონის მაღალი გარჩევადობის სურათებს ამინდისა და გარემოს მონაცემებთან. ჩვენი AI აანალიზებს თქვენს ვენახს და მოხერხებული AI თანაპილოტის საშუალებით გაძლევთ მკაფიო, პრაქტიკულ დასკვნებს.

მჟამად ტერაგარდი ეხმარება სოკოვანი დაავადებების ადრეულ ამოცნობაში, მათ შორის ნაცრისა და ჭრაქის (სხვა დაავადებები დამუშავების პროცესშია), ასევე წყლის დეფიციტისა და მორწყვის ხარვეზების, საკვები ელემენტების ნაკლებობის, ვაზის მდგომარეობის არაერთგვაროვნებისა და იმ უბნების გამოვლენაში, რომლებიც ადგილზე შემოწმებას საჭიროებს.

არა. საქართველოში ფრენებს ჩვენი გუნდი ახორციელებს. თქვენ იღებთ ანალიზს და წვდომას ტერაგარდის AI ასისტენტზე. სხვა ქვეყნებში შეგიძლიათ ითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორ დრონის ოპერატორებთან ან გამოიყენოთ საკუთარი დრონი.

ვეგეტაციის პერიოდში ვენახების უმეტესობისთვის ოპტიმალურია სკანირება კვირაში ერთხელ. დამატებითი ფრენა რეკომენდებულია ამინდის მკვეთრი ცვლილების შემდეგ ან დაავადების მაღალი რისკის დროს.

მოითხოვეთ დემო ან გამოაგზავნეთ განაცხადი. გავეცნობით თქვენს ვენახს და აგიხსნით, როგორ ინტეგრირდება ტერაგარდი თქვენს სამუშაო პროცესში.

ფასი დამოკიდებულია ვენახის ფართობზე, დანერგვის მოთხოვნებსა და მომსახურების მოდელზე. დაგვიკავშირდით ინდივიდუალური შეთავაზებისთვის ან საპილოტე პროგრამის განსახილველად.

კონტაქტი

ელფოსტა [email protected]
მობილური +995 598 40 33 98
მოგვძებნეთ სოციალურ ქსელებში